როგორ გავუმკლავდეთ ბიზნესის გამოწვევებს LOCKDOWN-ში

პანდებიამ და მასთან ერთად დაწესებულმა შეზღუდვებმა, დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ბიზნეს სექტორი. ორგანიზაციების უმრავლესობისთვის დისტანციურად მუშაობა ერთადერთ გამოსავლად რჩება, სადაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებს გადამწყვეტი როლი აკისრია.

 

კომუნიკაცია

 

დისტანციურად მუსაობისთვის აუცილებელია კოლაბორაციის საშუალებები მაგალითად: Zoom, Microsoft Teams, Cisco Webex. მსგავსი აპლიკაციების გარეშე, მხოლოდ სატელეოფონო ზარის გამოყენებით, შეუძლებელია ეფექტური ურთიერთობა თანამშრომლებს შორის. კრიზისების დროს კომპანიებში იზრდება ბრიფინგების რაოდენობა,ლოქდაუნში კი მოსახერხებელ ვირტუალური ბრიფინგის აპლიკაციას ალტერნატივა არ გააჩნია.

 
 
 

E-COMMERCE

 

პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო მკვეთრი ზრდა ონლაინ ვაჭრობისა და მიტანის სერვისებზე, რაც მრავალი ბიზნესისთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალება გახდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ რომ ვირუსის დამარცხების შემდეგ, მხოლოდ მცირედით შემცირდება მოთხოვნა ელექტრონულ კომერციაზე. მსხვილი წარმატებული ორგანიზაციები კრიზისამდეც აქტიურად იყენებდნენ ამ მეთოდს.ლოქდაუნმა მხოლოდ დააჩქარა აღნიშნული მიდგომის განვითარება.

 

 

 

ინფორმაციული უსაფრთხოება

 

ნებისმიერი მეთოდი რომელიც უკვე დანერგილია უნდა გადაიხედოს,პანდემიის დაწყებისთანავე კიბერშეტევების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა, რამაც გამოიწვია სხვადასხვა პროგრამულ თუ აპარატურულ უზრუნველყოფებში უსაფრთხოების ხარვეზების აღმოჩენა. თანამშორმლების ოფისში არ ყოფნამ დამატებითი გამოწვევები შეუქმნა კიბერუსაფრთხოებას რადგან პირადი მოწყობილობებით უკავშირდებიან სერვისებს, რომელიც აქამდე მხოლოდ ოფისიდან იყო ხელმისაწვდომი. ნებისმიერი კომუნიკაცია ოფისამდე და თანამშრომლებს შორის რეკომენდებულია გავიდეს Firewall-ების გავლით, ხოლო მათი კომპიუტერები აღიჭურვოს Endpoint Protection-ებით(ანტივირუსი).

 
 
 

სერვისების ხელმისაწვდომობა

 

IT პერსონალი ხშირად ვერ მოახერხებს ოფისში არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის მოვლას, მაქსიმალურად ეცადეთ გადაიტანოთ ბიზნეს კრიტიკული სერვისები Cloud-ში ან პარტნიორი კომპანიის დატაცენტრებში, ეს იქნება ყველაზე სწრაფი და ფინანსურად ხელმისაწვდომი გადაწყვეტილება.

 
 
 

ფიზიკური უსაფრთხოება

 

ორგანიზაციების ოფისები და ფილიალები დაკეტილია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ინფრასტრუქტურის დაცვა. ტექნიკური პერსონალის ადგილზე არ ყოფნა გამოიწვევს სამეთვალყურეო და საკომუნიკაციო აპარატურებზე, ელ.ენერგიაზე და ინტერნეტის მიწოდებაზე პრობლემებს, აუცილებელია ინციდენტების აღმოჩენა და მოგვარება მოხდეს დისტანციური მონიტორინგის მეშვეობთ, სანამ გამოიწვევს შეფერხებას.

Georgia,Tbilisi,Kavtaradze 48

[email protected]

+995 322 42 29 50

©2021 by Dorado